ავტორიზაცია

"10 ათას დოლარს ვაძლევდით", - დილა დემჩენკოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

"10 ათას დოლარს ვაძლევდით", - დილა დემჩენკოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თარიღი 31 Aug 2023, 16:22
გორის "დილას" ოფიციალური გვერდი ანდრეი დემჩენკოს გუნდიდან წასვლას და "დინამო ბათუმში" გადასვლას ეხმაურება.

ძვირფასო გულშემატკივრებო, მოგეხსენებათ, რომ ანდრი დემჩენკო გორის ,,დილას" აღარ გაწვრთნის. გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანდრეი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო. კლუბმა მთავარ მწვრთნელს შესთავაზა ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი 10 000 დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. 

სამწუხაროდ, ჩვენი დიდი იმედგაცრუების მიუხედავად ანდრეი დემეჩენკომ გადაწყვიტა წასულიყო კონკურენტ გუნდში და კლუბი დაეტოვებინა შუა სეზონში.

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ანდრი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრეი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ", - წერია განცხადებაში.