ავტორიზაცია

2022/23-სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დასახელდა

2022/23-სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დასახელდა
თარიღი 31 Aug 2023, 21:09
2022/23-სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დასახელდა.

ესპანელმა სპეციალისტმა გასულ სეზონში ტრებლი შეასრულა - ინგლისის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი მოიგო, ამ სეზონში კი ევროპის სუპერთასი დაუმატა.

პეპის გარდა, ამ ჯილდოზე წარდგენილნი სიმონე ინძაგი და ლუჩანო სპალეტი იყვნენ.