"ნიჭიერი ტალანტები კარიერაზე არ ფიქრობენ და ფულის გამო არაბეთში მიდიან", - კროოსის კომენტარი
რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ფეხბურთელი გაბრიელ ვიეგა საუდის არაბეთში გადავიდა, რასაც ტონი კროოსმა სირცხვილი უწოდა.
დღევანდელ ინტერვიუში კი გერმანელმა ნახევარმცველმა ამ თემასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ისაუბრა.
"ყველა თავის გადაწყვეტილებას მარტო იღებს, როგორც ეს კრიშტიანუმ ქნა და კარიერის ბოლო წლებში საუდის არაბეთში წავიდა.
ეს ფულისგან იყო გამოწვეული და ვფიქრობ, რაც დღეს ხდება, ფეხბურთის წინააღმდეგაა და ამ სპორტს აუფასურებს.
უფრო მეტიც, იქ ახალგაზრდა ფეხბურთელები მიდიან, რომლებმაც იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ განავითარონ კარიერა, გადავიდნენ კარგ გუნდში და მიდიან არაბეთში ფულის საშოვნელად", - განაცხადა კროოსმა.