ავტორიზაცია

"არასწორი გადაწყვეტილება მიიღო", - გალასმა მუდრიკი გააკრიტიკა

"არასწორი გადაწყვეტილება მიიღო", - გალასმა მუდრიკი გააკრიტიკა
თარიღი 01 სექ 2023, 01:42
ვეტერანმა ფეხბურთელმა უილიამ გალასმა მიხაილ მუდრიკი იმის გამო გააკრიტიკა, რომ "ჩელსიში" გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

:გასულ სეზონში ვთქვი, რომ მუდრიკი ჩელსიში გადასვლას ინანებდა, რადგან მეგონა, რომ საკუთარი თავის გამოვლენა არსენალში უფრო შეეძლო. არ ვიცი, ეს მისი არჩევანი იყო, მისი აგენტის თუ შახტარის არჩევანი.

ის კარგად გამოიყურებოდა სეზონის სტარტზე და ვფიქრობდი, რომ კარგი წელი ექნებოდა, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, რატომ ზის მუდმივად სათადარიგოთა სკამზე, რატომ არ აქვს შანსი.

ვწუხვარ იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მუდრიკის აგენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ის ჩელსიში მიიყვანა", - განაცხადა გალასმა.