ავტორიზაცია

რუდი გარსია კვარაცხელიაზე: "არ მინდა ჩემს ოპონენტებს ინფორმაცია მივაწოდო"

რუდი გარსია კვარაცხელიაზე: "არ მინდა ჩემს ოპონენტებს ინფორმაცია მივაწოდო"
თარიღი 01 სექ 2023, 15:31
ხვალ, იტალიის სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე რომის "ლაციოს" დაუპირისპირდება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ სხვა საკითხებათან ერთად ხვიჩა მვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"კვარაცხელია მთელი კვირა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ვნახოთ, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს თუ სათადარიგოთა სკამიდან. არ მინდა ჩემს ოპონენტებს ინფორმაცია მივაწოდო. ",- განაცხადა რუდი გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" სერია A-ს საწყის ორ ტურში 6 ქულა მოიპკვა.