ავტორიზაცია

BREAKING: ალ-იტიჰადი არ ნებდება - საუდის არაბეთის კლუბი მზადაა სალაჰის ტრანსფერში 200 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს

BREAKING: ალ-იტიჰადი არ ნებდება - საუდის არაბეთის კლუბი მზადაა სალაჰის ტრანსფერში 200 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს
თარიღი 01 Sep 2023, 17:12
"ალ-იტიჰადი" არ წყვეტს "ლივერპულის" ვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის შეძენის მცდელობებს. 

სოციალური მედიის ჟურნალისტის ბენ ჯეიკობსის თქმით, საუდის არაბეთის ჩემპიონები 175 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 205 მილიონი ევრო) ღირებულების მეორე შეთავაზებას ამზადებენ.

"ლივერპულმა" ნათლად განაცხადა, რომ 31 წლის სალაჰის გაყიდვას არ გეგმავს, მაგრამ "ალ-იტიჰადი" არ ნებდება. 

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰის მოქმედი კონტრაქტი "ლივერპულთან" 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.