ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა! ერიკ გარსია ბარსელონას იჯარით ტოვებს

შეთანხმება შედგა! ერიკ გარსია ბარსელონას იჯარით ტოვებს
თარიღი 01 Sep 2023, 22:49
„ბარსელონას“ ცენტრალური მცველი ერიკ გარსიას კარიერას „ჟირონაში“ გააგრძელებს.

კლუბებმა შეთანხმებას ერთსეზონიან იჯარაზე მიაღწიეს.

ხავიმ ტრანსფერს მწვანე აუნთო, ერიკ გარსია „ჟირონაში“ ერთწლიანი იჯარით გადავა.

კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება, შესაბამისად სეზონის ბოლოს გარსიას „ბარსაში" მოუწევს დაბრუნება.