ავტორიზაცია

განრიგი ცნობილია - როდის ესტუმრება ხვიჩა კვარაცხელია სანტიაგო ბერნაბეუს?

განრიგი ცნობილია - როდის ესტუმრება ხვიჩა კვარაცხელია სანტიაგო ბერნაბეუს?
თარიღი 02 სექ 2023, 11:06
ცნობილი გახდა, როდის ესტუმრება ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან" ერთად მადრიდის „რეალს" ლეგენდარულ „სანტიაგო ბერნაბეუზე".

2023/24-სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ნეაპოლური გუნდი 20 სექტემბერს, „ბრაგასთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს, მეორე ტურში კი, 3 ოქტომბერს, მადრიდის „რეალს" „დიეგო არმანდო მარადონაზე" დაუხვდება.

„სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩასვლა რუდი გარსიას გუნდს 29 ნოემბერს უწევს, ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში.

ჯგუფური ეტაპი „ნაპოლისთვის" 12 დეკემბერს, „ბრაგასთან" საშინაო მატჩით დასრულდება.