არსენალი 80 მილიონ ევროდ ნაყიდ თავდამსხმელთან კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს
ლონდონის "არსენალი" არ არის დაინტერესებული კოტდივუარელ თავდამსხმელ ნიკოლას პეპესთან შემდგომი თანამშრომლობით.
"მეთოფეებმა" ფეხბურთელის გაყიდვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ვერ მოახერხეს და ახლა კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის ვარიანტს განიხილავენ, იუწყება Daily Mail.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლასი ლონდონურ გუნდში 2019 წელს "ლილიდან" 80 მილიონ ევროდ გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლასი ლონდონურ გუნდში 2019 წელს "ლილიდან" 80 მილიონ ევროდ გადავიდა.
მოქმედი შრომითი ხელშეკრულება "არსენალსა" და მოთამაშეს შორის 2024 წლის ივნისის ბოლოს იწურება.