სეზონის პირველი მარცხი ნაპოლისთვის - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ლაციოსთან მატჩში?

სერია ა-ს მე-3 ტურსი „ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში პირველი მარცხი იწვნია.
რუდი გარსიას გუნდი „დიეგო არმანდო მარადონაზე“ „ლაციოს“ ესტუმრა, რომელსაც იქამდე 2 მატჩში 0 ქულა ჰქონდა და 1:2 დამარცხდა.
30-ე წუთზე ლუის ალბერტოს გოლს 32-ზე ზიელინსკიმ უპასუხა, თუმცა 55-ზე კამადამ კიდევ ერთხელ შეარხია ნეაპოლელთა კარის ბადე და თავის გუნდს გადამწყეტი უპირატესობა მოუტანა.
„ნაპოლიმ“ ამ სეზონში პირველი ქულები დაკარგა, „ლაციომ“ კი - მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში პირველად დაიწყო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე 66 წუთი გაატარა, თუმცა საგოლე ქმედებებით თავი არ გამოუჩენია. საბოლოოდ, გამოცემა SofaScore-მ მას 7.1 შეფასება დაუწერა.