ავტორიზაცია

ნეიმარი: "მესიმ მუნდიალის მოგებით სამოთხეს გაუგო გემო, პარიზში კი, ჩემთან ერთად შეიგრძნო, როგორია ჯოჯოხეთი"

ნეიმარი: "მესიმ მუნდიალის მოგებით სამოთხეს გაუგო გემო, პარიზში კი, ჩემთან ერთად შეიგრძნო, როგორია ჯოჯოხეთი"
თარიღი 03 Sep 2023, 21:52
ნეიმარი მოხარულია, რომ ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

როგორი იყო მესის მსოფლიოზე წარმატების ხილვა? ბევრი ამბობს, რომ საფეხბურთო სამართლიანობა აღდგა, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

გამიხარდა, რომ მას ასეთი წელი ჰქონდა, მაგრამ ასევე გულდაწყვეტილიც ვიყავი, მედლის ორივე მხარე შევიგრძენი. მან არგენტინასთან ერთად სამოთხეს მოუსინჯა გემო, ბოლო წლებში ყველაფერი მოიგო. პარიზში კი შეიგრძნო, როგორია ჯოჯოხეთი, ჩვენ ეს ერთად გადავიტანეთ.

გულდაწყვეტილები ვიყავით, იმიტომ რომ იქ ტყუილ-უბრალოდ არ ჩავსულვართ. გვინდოდა, ჩვენი მაქსიმუმი გვეჩვენებინა, ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო და ისტორია დაგვეწერა. ამისათვის გავერთიანდით, მაგრამ სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მივაღწიეთ.

მესი „პსჟ-დან“ ისე არ წავიდა, როგორც ამას იმსახურებდა, თუ სპორტულ შედეგებზე ვიაპარაკებთ. ყველამ იცის, როგორ ვარჯიშობს ის, როგრო იბრძვის, როგორ ბრაზობს, როცა მარცხდება. მას უსამართლოდ აკრიტიკებდნენ, ჩემი აზრით.

მაგრამ ამავდროულად, მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და მე ეს მახარებს. თქვენი თქმის არ იყოს, ფეხბურთი მის მიმართ სამართლიანო გამოდგა. ბრაზილიის გავარდნის შემდეგ, მესი ისმახურებდა იმას, რომ თავისი კარიერა ასე დაესრულებინა.“, - აღნიშნა ბრაზილიელმა.