"ხუთ ჩემპიონთა ლიგას ერთ მუნდიალზე არ გავცვლიდი", - რონალდუ სიცრუის დეტექტორზე გატესტეს

კრიშტიანუ რონალდუმ სიცრუის დეტექტორში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშის საინტერესო შეკითხვა დაუსვეს.
გაცვლიდით თუ არა ჩემპიონთა ლიგის ხუთივე ტიტულს პორტუგალიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგების სანაცვლოდ?
კრიშტიანუ: "არა"
სიცრუის დეტექტორი: "ეს პასუხი სიმართლეა."
ასევე, რონალდუს ჰკითხეს, არის თუ არა „იუვენტუსის" კარში გატანილი მაკრატელა მისი კარიერის ყველაზე ლამაზი გოლი?
რონალდუ: "კი"
სიცრუის დეტექტორი: "ეს პასუხი სიცრუეა."