ტრენტმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა სექტემბრის სანაკრებო მატჩები გაუცდეს
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა „ასტონ ვილასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.
პრემიერ ლიგის მე-4 ტურში ტრენტი მოედნიდან 71-ე წუთზე გავიდა. თამაშის შემდეგ იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელი უკანა ბარძაყს იტკიებდა.
Metro-ს ინფორმაციით, ტრენტის მონაწილეობა სექტემბრის სანაკრებო მატჩებში ეჭვქვეშ არის.
სექტემბერში ინგლისის ნაკრები უკრაინას და შოტლანდიას დაუპირისპირდება.
„ის უკანა ბარძაყის კუნთს იტკიებდა. ფიქრობს, რომ არ არის სერიოზული დაზიანება, მაგრამ გამოკვლევის შედეგებს უნდა დაველოდოთ.“, - აღნიშნა „ლივერპულის“ მწვრთნელმა.