საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გვიშიანი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, გვიშიანი ამ სეზონიდან "ტისაკეჩკეში" ითამასებს, რომელიც ამჟამად უნგრეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს.
ჩვენივე ცნობით, გვიშიანმა გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და მომდევნო მატჩებისთვის სათამაშოდ მზად იქნება.
19 წლის ფლანგელი "დინამო თბილისის" საკუთრებაა და მიმდინარე სეზონში იჯარის წესით "სამტრედიაში" თამაშობდა.