"დინამო არენაზე ყოველთვის განსხვავებული ემოცია იგრძნობა", - კიტეიშვილი ესპანეთთან მატჩის წინ
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები შინ ესპანეთს, სტუმრად კი ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.
"რთული თამაშები გველოდება. ჯგუფის ორ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. სასიამოვნოა, რომ ესპანეთთან მატჩი დინამო არენაზე გაიმართება, სადაც ყოველთვის განსხვავებული ემოცია იგრძნობა გულშემატკივრისგან. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. დღეს სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით სასურველ შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა კიტეიშვილმა.