ავტორიზაცია

ალ-ხელაიფი: "მე და კამპოსი ზაფხულში დღეში 20 საათს ვმუშაობდით"

ალ-ხელაიფი: "მე და კამპოსი ზაფხულში დღეში 20 საათს ვმუშაობდით"
თარიღი 06 სექ 2023, 15:50
"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ალ-ხელაიფიმ აღიარა, რომ გასულ ზაფხულს ბევრი იმუშავა კლუბის სპორტულ დირექტორთან, ლუის კამპოსთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ პარიზულმა გუნდმა სატრანსფერო ბაზარზე თითქმის 350 მილიონი ევრო დახარჯა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ზაფხულში მე და ლუის კამპოსი ორი თვის განმავლობაში დღეში 20 საათს შეუჩერებლად ვმუშაობდით.

ვფიქრობ, ახლა ყველა ხედავს ამ შესანიშნავი მუშაობის შედეგს. “, - ციტირებს ალ-ხელაიფის სიტყვებს Record Portugal.