ხოსელუ: "კროოსი 5 ოქროს ბურთს იმსახურებს"
![ხოსელუ: "კროოსი 5 ოქროს ბურთს იმსახურებს"](http://storage.goal.ge/uploads/posts/u2s7InaGCYFNQ74NHLSx9jzt0jP13Hve.jpg)
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ხოსელუმ ნახევარმცველ ტონი კროოსს შესახებ ისაუბრა.
"კროოსი 5 ოქროს ბურთს იმსახურებს. ის წარმოუდგენელი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მატჩის მიმდინარეობა.
ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ტონი არასოდეს კარგავს ბურთს და თამაშობს განსაკუთრებული ტემპით. მასთან თამაში ძალიან სასიამოვნოა “, - თქვა ხოსელუმ.
შეგახსენებთ, რომ ხოსელუ მადრიდის "რეალში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ხოსელუ მადრიდის "რეალში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა.