ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ცუდი სატრანსფერო ბალანსი აქვს

მანჩესტერ იუნაიტედს ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ცუდი სატრანსფერო ბალანსი აქვს
თარიღი 06 სექ 2023, 18:12
CIES Football Observatory-ის სპეციალისტებმა მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნეს.

მათ შეისწავლეს 100 ყველაზე გამორჩეულად აქტიური კლუბის სატრანსფერო ხარჯები ტრანზაქციების ფინანსური მოცულობის თვალსაზრისით. გათვალისწინებულია ბოლო 10 წელის მონაცემები.

აღმოჩნდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მითითებულ პერიოდში ყველაზე ცუდი სატრანსფერო ბალანსი აქვს - მინუს 1,396 მილიარდი ევრო. შემდეგ მოდის "ჩელსი" (მინუს 1,033 მილიარდი ევრო) და "პსჟ" (მინუს 1,01 მილიარდი ევრო).



რეიტინგის მეორე მხარეს რომელთა სატრანსფერო ბალანსი დადებითია: "ბენფიკა" (+ 764 მილიონი ევრო), "აიაქსი" (+ 434 მილიონი ევრო) და "ზალცბურგი" (+ 422 მილიონი ევრო) ლიდერობენ.