ავტორიზაცია

France Football-მა წლის საუკეთესო მეკარის ნომინაციის პრეტენდენტები დაასახელა

France Football-მა წლის საუკეთესო მეკარის ნომინაციის პრეტენდენტები დაასახელა
თარიღი 06 სექ 2023, 21:55
France Football-მა იაშინის სახელობის ჯილდოს ნომინანტები დაასახელა.

ლევ იაშინის სახელობის ჯილდო ყოველწლიურად ფრანგული გამოცემის ვერსიით წლის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა. გასულ წელს, ეს ჯილდო ტიბო კურტუას ერგო.

2023 წელს, ამ ჯილდოზე ნომინირებულები არიან: ტიბო კურტუა (რეალი), იასინ ბონო (სევილია/ალ ჰილალი), მაიკ მენიო (მილანი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), ედერსონი (მან სიტი), ანდრე ონანა (ინტერი/მან იუნაიტედი), აარონ რამსდეილი (არსენალი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), დომინიკ ლივაკოვიჩი (ზაგრები/ფენერბაჰჩე) და ბრის სამბა (ლანსი).

გამარჯვებული ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე პარიზში, 30 ოქტომბერს გამოვლინდება.