ავტორიზაცია

რონალდუ: "თუ კრიშტიანუ მოგწონს, არ არის საჭირო, მესი გძულდეს"

რონალდუ: "თუ კრიშტიანუ მოგწონს, არ არის საჭირო, მესი გძულდეს"
თარიღი 06 სექ 2023, 22:04
კრიშტიანუ რონალდუმ ლეო მესისთან მარადიულ კონკურენციაზე ისაუბრა.

„თუ კრიშტიანუ მოგწონს, არ არის ვალდებულება მესი გძულდეს. ჩვენ ორმა ფეხბურთის ისტორია შევცვალეთ და პატივსაცემები ვართ. მეტოქეობა წარსულს ჩაბარდა.

ახლა, ჩვენ ორივე კარგად ვუმკლავდებით საკუთარ საქმეს (არაბეთსა და აშშ-ში).

მეტოქეობა? მე მსგავს ვეღარაფერს ვხედავთ. 15 წლის მანძილზე სცენას ვიყოფდით. ვერ ვიტყოდი, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ.

საბოლოოდ, მეტოქეობა კარგი გამოვიდა, გულშემატკივრებს მოეწონათ.“, - ციტირებს კრიშტიანუ რონალდუს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.