ავტორიზაცია

"რატომ ვერ გაამართლა მესი ნეიმარი მბაპეს ტრიომ?", - პსჟს დირექტორის კომენტარი

"რატომ ვერ გაამართლა მესი ნეიმარი მბაპეს ტრიომ?", - პსჟს დირექტორის კომენტარი
თარიღი 07 სექ 2023, 01:10
"პსჟ"-ს ყოფილ სპორტულ დირექტოს ლეონარდოს ჰკითხეს, რატომ ვერ გაამრთლა მესი ნეიმარი მბაპეს ტრიომ.

"ჩემი აზრით, როცა ამდენი ასეთი დონის ფეხბურთელი ერთ გუნდში გყავს, უფრო მეტი პრობლემა ჩნდება, ვიდრე სარგებელი.

თამაშებს იგებენ მწვრთნელები და ფეხბურთელები, ტიტულებს კი კლუბი და სანამ ამას არ გავითავისებთ, შედეგი არ იქნება.

როცა ასეთ ფეხბურთელებთან გვაქვს საქმე, აუცილებელია, რომ ისინი ყოველდღე კარგ განწყობაზე და ხასიათზე იყვნენ, ჩვენთან კი ასე არ ხდებოდა", - განაცხადა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ ამ ტრიოდან პარიზულ კლუბში მხოლოდ ერთ ფეხბურთელი - კილიან მბაპე დარჩა.