ავტორიზაცია

"ამას ვერადროს ვიფიქრებდი", - რონალდუ თავის სარეკორდო მაჩვენებელზე

"ამას ვერადროს ვიფიქრებდი", - რონალდუ თავის სარეკორდო მაჩვენებელზე
თარიღი 07 სექ 2023, 01:18
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის კარიერაში 850-ე გოლი გაიტანა.

"ამას ვერასდროს ვიფიქრებდი. ისტორიული მიღევაა და ამავდროულად, ცოტა მოულოდნელიც.

რა თქმა უნდა, კიდევ მეტი მინდა. კარიერა გრძელდება და მსურს, უფრო დიდ ნიშნულებს მივაღწიო.

900 გოლი? შესაძლებელია. მიზანი ნაკრებთან და კლუბთან ერთად წარმატების მიღევაა, მაგრამ პირადი შედეგების გაუმჯობესებაც საჭიროა", - განაცხადა რონალდუმ.