U21 | საქართველო 2:0 გიბრალტარი - ახალგაზრდულმა შესარჩევი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა, ქუთაისში, გიბრალტარს უმასპინძლა და მეტოქე საგრძნობი უპირატესობის ფონზე - 2:0 დაამარცხა.
ახალგაზრდული ნაკრების რიგებიდან, პირველი გოლი მატჩის მე-10 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი გადაცემა სწორად დაამუშავა და მეტოქის კარის აღება მოახერხა. მეორე გოლი ახალწვეული - ვასილიოს გორდეზიანის ანგარიშზეა, ბერძნული პაოკის შემტევმა გიბრალტარის კარი თავური დარტყმით აიღო.
21-წლამდე ნაკრები, შემდეგ მატჩს 12 სექტემბერს, კიშინიოვში, თბილისის დროით 21:00 საათზე მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

Nakrebi.ge