ავტორიზაცია

გიორგი არაბიძეზე, ესპანეთთან შანსებზე და ქართველების ტრანსფერებზე - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

გიორგი არაბიძეზე, ესპანეთთან შანსებზე და ქართველების ტრანსფერებზე - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
თარიღი 07 Sep 2023, 17:37
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე

ასეთი რთული ჯგუფიდან გასვლა უკვე დიდი წარმატებაა, ორგანიზების მხრინ შეჯიბრმა კარგად ჩაიარა. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი დონის ნაკრებებთან მოგების შემდეგ, ისრაელთან აგებ, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მიეცათ და ზოგმა ეს გამოიყენა, მაგალითად საზონოვი იტალიის სერია ა-ში გადავიდა, კალანდაძე ეროვნული ნაკრების წევრი გახდა.

ესპანეთთან შანსებზე

საინტერესო თამაში გველის. ესპანეთი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია და რთული მატჩი გველის. ჩემი მხრიდან ფეხბურთელებზე არანაირი ზეწოლა არ იქნება. ჩევნი მიზანია, ვითამაშოთ დისციპლინით, შევასრულოთ დავალება და დანარჩენი, მოედანზე გამოჩნდება.

ქართველები ტოპ გუნდებში

მოხარული ვარ, რომ სატრანსფერო ფანაჯრა დაიხურა, რადგან ეს პროცესი დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. ბევრი კარგი ქართული ტრანსფერი გაკეთდა, რასაც პოზიტიურად უნდა შევხედოთ. 

ვინ დაარტყამს პენალტს?

გასაგებია, რომ კვარაცხელიამ ბოლო პენალტები ვერ გამოიყენა, მაგრამ შეცდომას ყველა უშვებს, მათ შორის მეც. თერთმეტმეტრიანებს მიქაუტაძეც კარგად ურტყამს, კიტეიშვილიც, ამიტომ ვნახავთ, ვინ იქნება იმ მომენტში მოედანზე და ვის ექნება უფრო კარგი შეგრძნება. ამ თემზე ბევრს არ ვფიქრობ, რადგან ჩემს ყველა ფეხბურთელს ვენდობი.

ტაქტიკურ ცვლილებებზე

ყოველთვის ერთი და იგივე ტაქტიკით თამაში მიზანშეწონილი არ არის. მეტოქეებთან სიურპრიზების შეთავაზება და ყოველ მატჩში რამდენიმე ტაქტიკური ცვლილების გაკეთება უნდა შეგეძლოს.

გიორგი არაბიძეზე

არაბიძის პროგრესი აშკარაა, მან წინა თვეები ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და თვალს ვადევნებ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. თუ ის ასე გააგრძელებს და პროგრესს არ შეწყვეტს, საქართველოს ნაკრების კარი ღიაა.