კურიოზი: ესპანეთის ნაკრები თბილისში ფეხბურთელების ეკიპირების გარეშე ჩამოვიდა, ფეხბურთელებმა ტანსაცმლით ივარჯიშეს
ესპანეთის ნაკრებს „დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, უცნაურ პირობებში მოუწია ვარჯიშის ჩატარება.
Relevo-ს ინფორმაციით, „ფურია როხას" დელეგაცია თბილისში ფეხბურთელების ეკიპირების გარეშე ჩამოვიდა, რის გამოც მოთამაშეებმა დღეს სტადიონზე ვარჯიში ტანსაცმელებით, მეკარეებმა კი ხელთათმანების გარეშე ჩაატარეს.
როგორც ესპანური პრესა იტყობინება, ფეხბურთელების ეკიპირება ნაკრებს მადრიდში, „ბარახასის" აეროპორტში დარჩა და მას ხვალ ჩამოიტანენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო - ესპანეთის ევრო 2024-ს შესარჩევი ეტაპის მატჩი ხვალ, 8 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე" გაიმართება.