ვილიარეალი და რაული თანამშრომლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ
"ვილიარეალი" აგრძელებს რაულ გონსალესის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოწვევას, რომელიც მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა საბოლოო გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალმა" სეზონის დასაწყისში მწვრთნელი კიკე სეტიენი არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალმა" სეზონის დასაწყისში მწვრთნელი კიკე სეტიენი არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო გაათავისუფლა.
რაულს ადრე მადრიდის "რეალის" პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი უკავშირებდნენ. წყარო იუწყება, რომ "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა დათანხმდება გონსალესის გათავისუფლებას, თუ ის სპეციალისტი დათანხმდება "ვილიარეალის" შეთავაზებას.