ვინ მიიღო ყველაზე მაღალი და დაბალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან?

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 1:7 განადგურდა.

სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრებიდან გამორჩეული მატჩი არავის ჰქონია და ესპანეთი სრულად დომინირებდა.
სტატისტიკურად, ყველაზე მაღალი, 6.6 შეფასება ოთარ კიტეიშვილი, ყველაზე დაბალი, 5.0 კი საბა კვერკველიამ მიიღო.
