"ბოდიში გულშემატკივარს ასეთი თამაშისთვის", - სანიოლი 1:7 მარცხის შემდეგ
ესპანეთთან წაგებული 1:7 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"2 წლის განმავლობაში, ყველა კითხვას ვპასუხობდი, მაგრამ მოედანზე ისეთი საშინელება მოხდა, რომ ახლა არაფერზე საუბარი არ ღირს.
ახლა მხოლოდ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავივიწყოთ ყველაფერი და დავიწყოთ თავიდან. ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ.
პირველ რიგში, ბოდიში გულშემატკივრებს ასეთი შედეგისთვის. ვფიქრობ, ძალიან დაბალი დონის შეხვედრა ჩავატარეთ.
ფეხბურთელებს დაველაპარაკები და ერთად გავარჩევთ, რა მოხდა დღეს.. უნდა შევთანხმდეთ, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს შემდეგი თამაშებისთვის, თუნდაც ერთა ლიგაზე ან ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე.
წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ ასე თამაშის ჩაგდება მიუღებელია. ნორვეგიასთან ურთულესი მატჩი გველის და თუ იგივე შეცდომებს გავიმეორებთ, კვლავვ ასეთი შედეგი დაფიქსირდება", - განაცხადა სანიოლმა.