ავტორიზაცია

El Nacional: ბარსელონა 2024 წლის ზაფხულში კვარაცხელიას შეძენას გეგმავს

El Nacional: ბარსელონა 2024 წლის ზაფხულში კვარაცხელიას შეძენას გეგმავს
თარიღი 09 სექ 2023, 19:46
ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ კლუბების მუშაობა შემადგენლობის გაძლიერებაზე არ წყდება. 

El Nacional-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას 2024 წლის ზაფხულში გეგმავს.

"ბარსელონა მას თვალს არ აშორებს. ეს შეიძლება იყოს ზაფხულის სატრანსფერო ბომბი“, - ამბობს წყარო.

"ნაპოლის" შემადგენლობაში 22 წლის კვარაცხელიამ 45 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.