ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრებმა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიასთან მარცხით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიასთან მარცხით დაიწყო
თარიღი 09 Sep 2023, 22:35
საქართველოს რაგბის ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიასთან მარცხით დაიწყო.

„ბორჯღალოსნების“ მეტოქემ პირველივე ტაიმში ორი ლელოს დადება მოახერხა და 21 ქულა დააგროვა და საბოლოო ანგარიშით 35:15 იმარჯვა.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში მიმდინარეობს, საქართველო C ჯგუფის მონაწილეა, სადაც ასევე არიან ავსტრალიის, უელსის, ფიჯის და პორტუგალიის ნაკრებები.

5-გუნდიანი ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 საუკეთესო ნაკრები გავა, შემდეგ მატჩს კი საქართველოს ნაკრები ორ კვირაში, 23 სექტემბერს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.