ავტორიზაცია

ლეგენდები - ზინედინ ზიდანი

ლეგენდები - ზინედინ ზიდანი
თარიღი 01 Dec 2014, 08:00
საფეხბურთო საიტი Goal.Ge თავის მკითხველს ტრადიციული რუბრიკის ("ლეგენდა") მორიგ სტატიას სთავაზობს. ამჯერად ჩვენ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე, ზინედინ ზიდანზე ვისაუბრებთ. ბავშვობა ზინედინ ზიდანი 1972 წლის 23 ივნისს საფრანგეთის ქალაქ მარსელში დაიბადა. ის წარმოშობით ალჟირელია, თუმცა საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი. როგორც ცნობილია, ზიზუს ღარიბ ოჯახში უწევდა ცხოვრება, თუმცა ოჯახის მატერიალური თუ ფინანსური მდგომარეობა მის საფეხბურთო აღზრდას ხელს არ უშლიდა. ზიზუ თავდაუზოგავად ვარჯიშობდა განვითარებისთვის. ის თავიდან მერსელის ერთ-ერთი რეგიონის გუნდში ვარჯიშობდა. 14 წლის ასაკში ზიზუ "კაენის" სკაუტებმა აღმოაჩინეს და ოჯახის ნებართვით ახალგაზრდულ აკადემიაში ჩარიცხეს. ზიდნმა ახალგაზრდულ აკადემიაში თავისი საუკეთესო მხარეები გამოამჟღავნა და მალე "კაენის" ძირითად გუნდშიც გადავიდა. საფრანგეთის ჩემპიონატში ზიდანის დებიუტი 1989 წელს შედგა. ამ დროს ზიდანი მხოლოდ 16 წლის იყო. მისი ხელფასი ძალიან მცირე იყო, ამიტომაც ზიდანი კლუბის ბაზაზე ცხოვრობდა, თუმცა მშობლმები მას ხშირად ეხმარებოდნენ. ზიდანის მშობლებს სურდათ, რომ ზიზუს სკოლაში კარგად ესწავლა და სათანადო განათლება მიეღო, თუმცა თავად ზინედინს ეს საკითხი ნაკლებად აინტერესებდა. ის სკოლაში დადიოდა, თუმცა ამ დროს თითქმის უქმად კარგავდა. რამდენიმე წლის შემდეგ ზიდანმა თავისი კარგი თამაშით ბევრი კარგი კლუბის ყურადღება მიიპყრო. 1992 წელს ფრანგი ჰავბეკი კარიერის გასაგრძელებლად "ბორდოში" გადავიდა. ზიზუ ფრანგული კლუბის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, თუმცა მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. "იუვენტუსი" ევროპულ სარბიელზე თავის დამკვიდრების მიზნით ზიზუმ "ბორდოდან" "იუვენტუსს" მიაშურა. თავიდან მას ადაპტაციის გავლა უჭირდა, თუმცა მალე ის ტურინული კლუბის ლიდერად მოგვევლინა. ზიდანი მოედანზე მყოფთაგან საკუთარი განსაკუთრებული ელეგანტურობითა და სათამაშო სტილით გამოირჩეოდა. მისი პოზიცია ჩამშლელი ნახევარმცველი იყო, ამიტომაც თავისი გუნდის შეტევების წამოწყება და მეტოქის იერიშების ჩაშლა სწორედ მას ევალებოდა. მიუხედავად რთული ამოცანისა, ზიდანი თავისზე დაკისრებულ დავალებას ხშირად წარმატებით ასრულებდა. ტურინულ კლუბში ყოფნის დროს ზიდანმა ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ერთხელ იტალიის სუპერთასი. მადრიდის "რეალი" zia2 ზინედინ ზიდანი 2001 წლის 9 ივლისს იმ დროისთვის სარეკორდო თანხის, 66 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის "რეალში" გადავიდა. ზიდანმა თავისი ადგილი მადრიდის "რეალშიც" მალე დაიმკვიდრა და 2 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის, სუპერ თასის, ლა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის მოგება შეძლო. ზიზუმ მადრიდის "რეალის" მაისურით "ლევერკუზენის" კარში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლის გატანა მოახერხა. მოგვიანებით "რეალს" კრიზისი დაეწყო, ხოლო ზიზუმ კი ყველასათვის მოულოდნელად 2005/06 წლებში თავისი საკლუბო კარიერა დაასრულა და განაცხადა, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის ბოლო იქნებოდა. სანაკრებო კარიერა zia3 1994 წელს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ზინედინ ზიდანის დებიუტი შედგა. სადებიუტო მატჩში ზიდანი მოედანზე შეცვლიდან შევიდა. ამ დროს ფრანგები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან 2-ბურთიანი ჰანდიკაპით მარცხდებოდნენ, თუმცა ზიდანმა მოედანზე შესვლისთანავე დუბლის გაფორმება შეძლო და საკუთარი ეროვნული ნაკრები წაგებას გადაარჩინა. ზიდანი ძალიან თავმდაბალი პიროვნება იყო. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ფანტასტიური დებიუტის შემდეგ პრესა პლატინის შემცვლელად ზიდანს მოიაზრებდა. პლატინიმ ამის თაობაზე კომენტარიც გააკეთა: "მეამაყება, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 10-ნომრიან მაისურს ზიდანი ამშვენებს." შემდგომ ჟურნალისტები თვითონ ზიდანს დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, მიიჩნევდა, თუ არა თავს პლატინის შემცვლელად, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა: "პლატინის მთელს მსოფლიოში იცნობენ, ის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად 3-ჯერ ზედიზედ დასახელდა, ხოლო მე კი ვცდილობ, რომ ჩემზე დაკისრებული მოვალეობა შევასრულო." ზიდანის ყველაზე წარმატებულ ტურნირებად 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და ევრო 2000 ითვლება. საფრანგეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ზიზუ საკუთარი გუნდის ერთპიროვნული ლიდერი იყო. ფინალში მისმა ნაკრებმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს (3:0) სძლია, ხოლო პირველი ორი გოლის გატანა ზიზუმ მოახერხა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ზიდანი კვლავ საფრანგეთის საკვანძო ფიგურად მიიჩნეოდა. ნახევარფინალში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინაღმდეგ ზიდანმა მატჩის დამატებითი დროის 117-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის გატანა შეძლო და საკუთარი გუნდი ფინალში გაიყვანა. ფინალში ფრანგებმა იტალიის ეროვნული ნაკრები დამატებით დროში დაამარცხეს (2:1). ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი ზიდანი დაასახელეს. 2004 წელს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს კრიზისი დაატყდა. ამავე წლის ევროპის ჩემპიონატზე ფრანგები ბერძნებმა დაამარცხეს (0:1), ხოლო ზიდანმა ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, ზიზუმ ნაკრებს მიღმა დიდხანს ვერ გაძლო და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ეროვნულ ნაკრებს კვლავ დაუბრუნდა. 2006 წლის "კრახი" zia1 ...თუმცა, მაინც აპატია... 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ზინედინ ზიდანისთვის კრახით დასრულდა. იტალიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ზიზუმ მე-7 წუთზე დიდებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გახსნა, მის გოლს კი მე-19 წუთზე მატერაციმ თავურით უპასუხა. მატჩი დამატებით დროში გადაიზარდა. 110-ე წუთზე მარკო მატერაციმ ზიდანს მაისურზე დაქაჩა, რათა ფრანგთა შეტევა შეეჩერებინა. ზიდანმა კი მატერაცის უთხრა, რომ მაისურს მატჩის დასრულების შემდეგ მისცემდა. მატერაციმ ზიზუს საპასუხოდ მიუგო: "მე შენს დას უფრო ვისურვებდი". ზიდანმა ეს შეურაცხყოფა ვერ აიტანა და მატერაცის მკერდის არეში თავი ჩაარტყა. ამ არასპორტული საქციელის გამო კი ზიზუ, რა თქმა უნდა, წითელი ბარათით დაისაჯა. ეს მატჩი ფრანგებმა პენალტების სერიაში წააგეს. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მატერაციმ აღიარა, რომ მან ზიდანის დას შეურაცხყოფა მიაყენა. 2006 წლის ოქტომბერში იტალიელმა მცველმა წიგნი დაწერა, სადაც ის ზიდანთან მომხდარი ინციდენტზე საუბრობდა (What I really said to Zidane). მაშინ, როდესაც ზიდანს მატერაცის წიგნზე ჰკითხეს, განაცხადა, რომ მას ეს წიგნი არ აინტერესებს და მის წაკითხვას არ აპირებს. გუნდური ტიტულები: იტალიის სუპერთასი: (1) 1997 საკონტინენტთაშორისო თასი: (2) 1996, 2002 იტალიის ჩემპიონი: (2) 1997, 1998 ესპანეთის ჩემპიონი: (1) 2003 ჩემპიონთა ლიგა: (1) 2002 ევროპის სუპერ თასი:(1) 2002 სანაკრებო ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი: (1) 1998 მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი: (1) 2006 ევროპის ჩემპიონი: (1) 2000 ინდივიდუალური ტიტულები: საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი: (1) 1993 წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი: (2) 1998, 2002 სერია ა-ს საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი: (3) 1997, 2000, 2001 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი: (1) 1998 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: (1) 2002 ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: (1) 2000 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: (1) 2006 ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: (3) 1998, 2000, 2003 იხილეთ რუბრიკის წინა სტატიები - დევიდ ბექჰემი, რონალდინიო

GOAL.GE

მოამზადა ნიკა ნოზაძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის. რუბრიკის მომდევნო სტატია იხილეთ ორშაბათს, 8 დეკემბერს.