გერმანიის ნაკრებში ჰანსი ფლიკის შეცვლის მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა
როგორც დღეს გახდა ცნობილი, გერმანიის საფეხბურთო საბჭომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჰანსი ფლიკის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
გადამწყვეტი მათთვის გერმანიის იაპონიასთან გუშინ ამხანაგურ მატჩში განცდილი მარცხი, 1:4 გამოდგა.
საფრანგენთთან უახლოეს ამხანაგურ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს მისი სპორტული დირექტორი, რუდი ფიოლერი გაუძღვება.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ფავორიტს, თუ BILD-ს დავუჯერებთ, ასეთად ამ ეტაპზე იულიან ნაგელსმანი მოიაზრება, რომელმაც „ბაიერნი“ გაზაფხულზე დატოვა.