ავტორიზაცია

ტიერი ანრი: "მეგონა, რომ ფეხბურთში კარგად ვერკვეოდი, სანამ გვარდიოლასთან მოვხვდებოდი, მან თვალები ამიხილა"

ტიერი ანრი: "მეგონა, რომ ფეხბურთში კარგად ვერკვეოდი, სანამ გვარდიოლასთან მოვხვდებოდი, მან თვალები ამიხილა"
თარიღი 11 Sep 2023, 11:04
ტიერი ანრიმ ისაუბრა, როგორ იმოქმედეს მასზე არსენ ვენგერმა და პეპ გვარდიოლამ.

„იყო მწვრთნელი - ნიშნავს კითხვას უსვამდე საკუთარ თავს: შეგიძლია თუ არა, საკუთარი ფეხბურთელები უფრო ჭკვიანი გახადო და ფეხბურთის უკეთ გაგებაში დაეხმარო? მაგალითისთვის, გვარდიოლა ავიღოთ. მეგონა, რომ კარგად ვერკვეოდი ფეხბურთში, მაგრამ „ბარსელონაში" ჩამოსვლის შემდეგ, უბრალოდ გავოცდი: "ოჰო, რაებს ლაპარაკობს ეს კაცი საერთოდ?"

როცა „არსენალში" მივედი, არსენ ვენგერმა გონება გამიხსნა, ხოლო გვარდიოლამ - თვალები. მან გამარკვია, რომ პრესინგი - ძალიან კარგია.

სიმართლე ვთქვათ, რომ თავდამსხმელებს ამის კეთება არ უყვართ, მაგრამ შემდეგ მაღალი პრესინგის სურვილი მომემატა და თამაშის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გავითავისე." - თქვა ფრანგმა Telefoot-ის ეთერში.