ბრაზილიის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა გუნდის მუდმივი კაპიტანი შეარჩია
როგორც მინიმუმ იქამდე, სანამ ბრაზილიის ნაკრებს ფერნანდო დინიზი წვრთნის, გუნდის კაპიტანი „მანჩესტერ იუნაიტედის" საყრდენი, კაზემირო იქნება.
31 წლის ფეხბურთელმა „ბოლივიასთან" შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ შეიტყო მწვრთნელისგან, რომ კაპიტნის სამკლავურს მიიღებს.
UOL-ის ინფორმაციით, კაზემირო ეროვნული ნაკრების კაპიტნად როგორც მინიმუმ კარლო ანჩელოტის მოსვლამდე დარჩება, თუმცა ამის შესახებ თავად ჯერ არ იცის.
კაზემირო „სელესაოს" ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია, გუნდში მასზე ასაკოვანი მხოლოდ 32 წლის დანილოა.
ამჟამინდელი შემადგენლობიდან, კაზემიროზე (92) მეტი მატჩი ნაკრებში მხოლოდ ნეიმარს (134) და მარკინიოსს (106) აქვთ ჩატარებული.
იწერება, რომ 2024 წლის ზაფხულში, ბრაზილიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში კარლო ანჩელოტი, რომელიც კაზემიროს „რეალში" თანამშრომლობის პერიოდიდან კარგად იცნობს.