ავტორიზაცია

სიომინი: "კვარაცხელიას დონე ბარსელონას შეესაბამება"

სიომინი: "კვარაცხელიას დონე ბარსელონას შეესაბამება"
თარიღი 11 სექ 2023, 13:07
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა რუსულ მედიასთან გამოთქვა მოსაზრება, რომ "ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიას დონე "ბარსელონას" შეესაბამება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი ფეხბურთელის შეძენას მომავალ ზაფხულში აპირებს. 

"ვფიქრობ, ხვიჩას სტილი ბარსელონას უხდება, ეს მისი გუნდია. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ, რომ ის ახალგაზრდა და პროგრესული მოთამაშეა. ვფიქრობ, რომ კვარაცხელიას დონე ბარსელონას შეესაბამება. “, -  განაცხადა სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელია "ნაპოლიში" გასული წლის ზაფხულიდან თამაშობს. 

ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში გარემარბმა სულ 45 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.