ავტორიზაცია

ლეონარდო ბონუჩიმ გადაწყვიტა იუვენტუსს უჩივლოს

ლეონარდო ბონუჩიმ გადაწყვიტა იუვენტუსს უჩივლოს
თარიღი 12 სექ 2023, 13:54
იტალიელი მცველი ლეონარდო ბონუჩი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ბერლინის "უნიონში" გადავიდა, ტურინის "იუვენტუსს" უჩივლებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება.

როგორც ინსაიდერმა შეიტყო, ფეხბურთელს ახსნა-განმარტების გარეშე იუვეში ვარჯიშის შეჩერების გამო ფულადი კომპენსაციის მიღება სურს. კლუბმა მცველს კლუბის ბაზაზე შესვლა აეკრძალა.

ლეონარდო თვლის, რომ "იუვენტუსის" ამგვარმა ქმედებებმა მისი იმიჯი შელახა. სასამართლოში გამარჯვების შემთხვევაში, იტალიელი გეგმავს ფულადი კომპენსაციის ქველმოქმედებისთვის გადარიცხვას.