ავტორიზაცია

Transfermarkt-მა მწვრთნელებს შორის სატრანსფერო ხარჯების ლიდერი დაასახელა

Transfermarkt-მა მწვრთნელებს შორის სატრანსფერო ხარჯების ლიდერი დაასახელა
თარიღი 12 Sep 2023, 14:15
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა დაასახელა 10 მწვრთნელი, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს მოთამაშეთა ტრანსფერებზე. 

პირველი ადგილი მანჩესტერ "სიტის" მოქმედმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაიკავა. ესპანელმა ფეხბურთელების შესყიდვაზე ორ მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.

მეორე პოზიციაზე "რომას" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. სპეციაკისტმა ტრანსფერებზე 1,86 მილიარდი ევრო დაიხარჯა. 

საუკეთესო სამეულს მადრიდის "რეალის" მეთაური კარლო ანჩელოტი ხურავს - 1,62 მილიარდი.

ათეულში ასევე მოხვდნენ: მასიმილიანო ალეგრი (1.4 მილიარდი), დიეგო სიმეონე (1.21), მანუელ პელეგრინი (1.2), თომას ტუხელი (1.19), ანტონიო კონტე (1.17), მაურისიო პოჩეტინო (1.15) და იურგენ კლოპი (1.13).