ავტორიზაცია

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა
თარიღი 12 Sep 2023, 22:13
2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა სტუმრად მოლდოვა 1:0 დაამარცხა.

სვანაძის გუნდი პირველი ნახევრიდან მოყოლებული დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. 

შესვენების შემდეგ მოლდოვა გააქტიურდა და ხარატიშვილს ორი ბურთის მოგერიება მოუწია. შეხვედრის ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა 19 წლის იობაშვილმა 84-ე წუთზე გაიტანა. 

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და ნიდერლანების ნაკრებთან ერთაფ ჯგუფის ლიდერია.

21-წლამდელთა ნაკრები მორიგ მატჩს 12 ოქტომბერს სწორედ ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს.