ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა
თარიღი 13 სექ 2023, 01:07
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

პირველი ნახევარი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და სოლბაკენის გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. 25-ე წუთზე ნუსას გამოზომილი გადაცემის შემდეგ ჰოლანდმა ანგარიში გახსნა. აქედან რვა წუთში კვლავ ნუსამ იაქტიურა და მამარდაშვილს ამჯერად ოდეგორმა გაუტანა.

მეორე ნახევარში ნორვეგიელებმა აქცენტი ბურთის ფლობაზე გააკეთეს და სანიოლის გუნდს შანსს არ აძლევდნენ. მატჩის მიწურულს ცვლილებაზე შესულმა ზივზივაძემ და ჩაკვეტაძემ შეხვედრაში სიმწვავე შეიტანეს. რასაც 90+1 წუთზე ჩაკვწტაძის მახვილგონივრული გადაცემა მოჰყვა, აზაროვმა საჯარიმოში გამოზომილი გადაცემა გააკეთა ზივზივაძემ კი ერთი შეხებით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (2:1). ამას კიდევ ერთი მცდელობა მოჰყვა, თუმცა კვარაცხელიას მეკარემ აჯობა.

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს 15 ოქტომბერს საკუთარ მოედაზე კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.