"ჰოლანდი ბურთს მთელ თამაშში მხოლოდ 10-ჯერ შეეხო და გოლი გაგვიტანა", - სანიოლის კომენტარი
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"ვფიქრობ, მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, 3 წუთის დამატება ძალიან ცოტაა. ეს იმით ახსნეს, რომ ნორვეგია 2:0 იგებდა და ბევრი გაჩერება არ ყოფილა...
თუმცა იყო ცვლილებები ორივე ნაკრებში. არ ვამბობ, რომ 10 წუთი უნდა დაემატებინა, მაგრამ 3 წუთი ცოტაა. შესძლოა, პირიქით, ნორვეგიას გაეტანა და 3:1 გამხდარიყო.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ესპანეთის მატჩთან შედარებით, უკეთ ვითამაშეთ, მეტი მომენტი შევქმენით და ამ თამაშიდან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივაში პოზიტივის დანახვა შეიძლება.
ჰოლანდი ბურთს მთელ თამაშში მხოლოდ 10-ჯერ შეეხო და გოლი გაგვიტანა. ნორვეგიას საოცარი ნაკრები ჰყავს და წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა სანიოლმა.