კიდევ ერთი ტრანსფერი: თბილისის დინამომ ხორვატი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისს "დინამოს" ხორვატი შემტევი დენის ბუშნია შეუერთდა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
23 წლის დენის ბუშნია ხორვატული "რიეკას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, ამ კლუბის გარდა, სხვადასხვა დროს მას ხორვატულ "ისტრაში" და სლოვაკურ "სერედში" უთამაშია.
რაც შეეხება ბუშნიას სანაკრებო კარიერას, იგი ხორვატიის 16-წლამდე, 19-წლამდე, 20-წლამდე და 21-წლამდე ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ.
დენის ბუშნიასა და თბილისის "დინამოს" შორის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.
ფეხბურთელი დინამოელთა რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა, მისი ბოლო კლუბი სლოვენიური "ბრავო" გახლდათ.