აგენტმა იურგენ კლოპის გერმანიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის აგენტმა, მარკ კოსიკემ, სპეციალისტის გერმანიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.
ჰანსი ფლიკის გაშვების შემდეგ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის სურვილი იყო, კლოპს ნაკრებსა და „ლივერპულში“ მუშაობა მინიმუმ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე შეეთავსებინა.
თუმცა, კლოპი ამ ვარიანტს ამ ეტაპზე არც კი განიხილავს:
„კლოპს „ლივერპულთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს. შესაბამისად, ის ნაკრების მწვრთნელობისთვის ხელმისაწვდომი არ არის.“ - ციტირებს აგენტის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
საფრანგეთთან გუშინდელ ამხანაგურში გერმანიის ნაკრებს რუდი ფიოლერმა უთავკაცა და გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია 2:1 გამარჯვებით დაასრულა.