ოფიციალურად: მარკო ვერატი კატარული ალ არაბის ფეხბურთელია

11-წლიანი კარიერის და უამრავი ტიტულის მოგების შემდეგ, მარკო ვერატიმ „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა.
კატარულმა კლუბმა „ალ არაბიმ“ იტალიელი ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„პსჟ“ ვერატის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს მიიღებს. მარკო კლუბში 2012/13-სეზონიდან თამაშობდა და კლუბთან ერთად 30 სხვადასხვა ტიტულის მოგება მოახერხა.

ახალ გუნდში ევროპის ჩემპიონი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„აქ უამრავი ლამაზი წელი გავატარე და 30 ტიტულის მოგება მოვახერხე. პარიზი ყოველთვის ჩემი სახლი იქნება, მე სამუდამოდ პარიზელი ვარ." - აღნიშნა ფეხბურთელმა გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე.