გატუზო არ გამოვიდა - ლიონს ფაბიო გროსო ჩაიბარებს
ჯენარო გატუზოს ვარიანტი არ გამოვიდა, ფრანგულ „ლიონს“ იტალიელი მწვრთნელი ფაბიო გროსო ჩაიბარებს.
მხარეებს შორის დღეს ყველანაირი შეთანხმება გაფორმდა და სულ მალე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი კონტრაქტს ხელსაც მოაწერს.
თავდაპირველად, ლორან ბლანის გაშვების შემდეგ, „ლიონში“ ჯენარო გატუზოს დანიშვნა განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ ფრანგებმა გროსოს ვარიანტზე შეჩერება გადაწყვიტეს.
45 წლის იტალიელი მწვრთნელისთვის ეს კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევაა, აქამდე ის „ბარიში“, „ვერონაში“, „ბრეშაში“, „სიონსა“ და „ფროზინონეში“ მუშაობდა.