ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ჯეიდონ სანჩოს პირველ გუნდთან ვარჯიში აუკრძალა

მანჩესტერ იუნაიტედმა ჯეიდონ სანჩოს პირველ გუნდთან ვარჯიში აუკრძალა
თარიღი 14 Sep 2023, 22:24
ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ გუნდთან დროებით ვეღარ ივარჯიშებს.

კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფეხბურთელი ინდივიდუალურად ივარჯიშებს, იქამდე, სანამ დისციპლინის პრობლემებს მოაგვარებს.

შეგახსენებთ, რომ „მან იუნაიტედის“ ნახევარმცველმა „არსენალთან“ მე-3 ტურის შეხვედრა 3 სექტემბერს გამოტოვა. თამაშის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა ეს იმით ახსნა, რომ ინგლისელი მას ვარჯიშებზე ვერ ხიბლავს.

„ემიუში დონეს ყოველდღე უნდა ამტკიცებდე.“ - დასძინა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

„დიდი ხანია, განტევების ვაცი ვარ, რაც უსამართლობაა. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებოდი და ყველაფერს ნუ დაუჯერებთ, რასაც კითხულობთ. სხვა მიზეზები არსებობს, დარწმუნებული ვარ.“, - უპასუხა მწვრთნელს სანჩომ, თუმცა პოსტი მოგვიანებით წაშალა.