ავტორიზაცია

ვინ დაინიშნება ბაიერნში ტუხელის წასვლის შემთხვევაში?

ვინ დაინიშნება ბაიერნში ტუხელის წასვლის შემთხვევაში?
თარიღი 15 სექ 2023, 12:13
მიუნხენის "ბაიერნმა" თომას ტუხელის გათავისუფლების შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი შეარჩია.

Bild-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, პრიორიტეტულ კანდიდატად "ლევერკუზენის ბაიერის" ამჟამინდელი მწვრთნელი ჩაბი ალონსო შეარჩია. 

ჩაბი ალონსო "ფარმაცევტების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული შემოდგომიდან მუშაობს. ესპანელის შრომითი ხელშეკრულება "ბაიერთან" 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

გერმანელ მწვრთნელს კონტრაქტი მიუნხენურ გრანდთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.