ავტორიზაცია

გვარდიოლა უოკერზე: "გენეტიკური თვალსაზრისით, მისნაირი ბევრი ფეხბურთელი არ მინახავს"

გვარდიოლა უოკერზე: "გენეტიკური თვალსაზრისით, მისნაირი ბევრი ფეხბურთელი არ მინახავს"
თარიღი 15 სექ 2023, 18:06
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მცველ კაილ უოკერის შესახებ ისაუბრა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ფეხბურთელის ინგლისურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე იქნებოდა ძალაში.

„კაილი ნამდვილად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. გენეტიკური თვალსაზრისით, მისნაირი ბევრი ფეხბურთელი არ მინახავს. მისი შესაძლებლობები უნიკალურია. სანამ ის საკუთარ თავზე მუშაობს, პრობლემები არ იქნება. “, - განაცხადა გვარდიოლამ.

მიმდინარე სეზონში უოკერმა მანჩესტერ "სიტის" მაისურით 6 მატჩი ჩაატარა.