ჰარი კეინის გოლი საიუბილეო გამოდგა
ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ლევერკუზენს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
რეკორდმაისტერის მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა ინგლისელმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა.
აღსანიშნავია, რომ კეინმა საკლუბო დონეზე თავისი საიუბილეო, მე-300 გოლი გაიტანა.
ამ 300 გოლიდან კეინს 280 "ტოტენჰემში" აქვს გატანილი, 9 გოლი "მილუოლიში", 5 გოლი "ლეიტონში", 2 "ლესტერში", 4 კი "ბაიერნში."