ავტორიზაცია

ტენ ჰაგმა სანჩოზე კითხვას თავი აარიდა

ტენ ჰაგმა სანჩოზე კითხვას თავი აარიდა
თარიღი 16 სექ 2023, 01:43
დღევანდელ პრესკონფერენციაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ჯეიდონ სანჩოს შესახებ ჰკითხეს.

მოგეხსენებათ, ტენ ჰაგმა სანჩო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სათანადოდ არ ვარჯიშობს, ინგლისელმა ფეხბურთელმა კი პოსტი დაწერა და თქვა, რომ ეს ტყუილი იყო, რის გამოც ის "მანჩესტერის" განაცხადში ვეღარ ხვდება.

როცა ტენ ჰაგს ამის შესახებ ჰკითხეს, მან საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა: "ვფიქრობ, ამაზე ყველაფერი ითქვა. გუნდში კარგი განწყობაა, ვვარჯიშობთ და ვემზადებით შემდეგი თამაშისთვის.

არსენალთან შეხვედრისთვის ბევრი მოვემზადეთ, ცუდად არ გვითამაშია და წაგებას არ ვიმსახურებდით.", - თქვა ტენ ჰაგმა.