"ჯერ ერთი კვირაა გასული, მეხუმრებით?" - კლოპი სალაჰზე კითხვამ გააბრაზა
"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს ამავე გუნდის ფეხბურთელის, მოჰამედ სალაჰის მომავალზე ჰკითხეს, რაზეც გერმანელი სპეციალისტი გაბრაზდა.
მოგეხსენებათ, ეგვიპტელი შემტევის შეძენით აქტიურად საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებიან.
"მეხუმრებით? სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა და უკვე იანვრის ფანჯარაზე მეკითხებით?
ალბათ, ვერ ითმენთ. ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, წინ დიდი დროა და ვნახოთ რა მოხდება", - განაცხადა კლოპმა.